საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს (9.06.2021)

გადაწყვეტილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხისუზრუნველყოფის სამსახურისარჩევნების გამოცხადების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ადგენს:

  1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - "ფაკულტეტი")  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.
  2. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის 14 ივნისის  11:00 საათიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №207.
  3. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2020 წლის 21 ივნისი, 16:00 საათი.
  4. არჩევნები ჩატარდეს 2020 წლის 24 ივნისს, 16.00 საათზე ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ღია კენჭისყრით.
  5. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ასოცირებულ პროფესორებს.
  6. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა.  განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე.

ბ. ავტობიოგრაფია (CV);                                 
გ. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა.
დ. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მას ეს ცნობა არ აქვს წარმოდგებილი თსუ  პერსონალის მართვისდეპარტამენტში).
 

თარიღი: 14/06/2021